მთავრობა უახლოეს მომავალში პარლამენტში ანტიდემპინგურ კანონპროექტს შეიტანს. შესაბამისი განცხადება პარლამენტის სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციასთან საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
"ჩვენ ვმუშაობთ, ანტიდემპინგური კანონმდებლობის შემოტანაზე პარლამენტში და სავარაუდოდ, ეს უახლოეს მომავალში იქნება განხორციელებული, რომ ჩვენ გაგვაჩნდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას იძლევა, სახელმწფომ მიიღოს შესაბამისი ზომები, როდესაც საუბარია არაჯანსაღ კონკურენციაზე.
მაგრამ ზოგადად, თუ მკითხავთ, საქართველოს ეკონომიკის გახსნილობა არის საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე",- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ახალ სავაჭრო ხელშეკრულებაში, რომელსაც საქართველო სხვა ქვეყნებთან აფორმებს, ჩადებულია სპეციალური ზომები ადგილობრივი პროდუქციის დაცვისთვის.
"ჩინეთთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებაში ჩადებულია სპეციალური მუხლები. გარდამავალ პერიოდში თუ იმპორტის უცაბედი ზრდის შედეგად ადგილობრივ პროფილურ წარმოებას შეექმნება პრობლემა, საქართველოს აქვს უფლება, შემოიღოს სპეციალური დროებითი ზომები, რომ ასეთი ზეგავლენა აღკვეთოს",- აცხადებს პრემიერმა.