Home
Category
TV Live Menu

მთავრობა ავიაკომპანიებს პროექტ "გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს

5739c02fb2d5f
BM.GE
16.05.16 16:40
1253
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ანა კვარაცხელიამ ავიაკომპანიის წარმომადგენლებს კინოინდუსტრიის ხელშეწყობის სახელმწიფო ინიციატივა "გადაიღე საქართველოში" გააცნეს.
 
როგორც საინისტროში განმარტავენ, შეხვედრის მთავარ მიზანს აუდიტორიისათვის პროგრამის "გადაიღე საქართველოში“ დეტალურად გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა წარმოადგენდა, რადგან „საერთაშორისო კინომწარმოებლების მოსაზიდად და ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად ავიაკომპანიების როლი ერთი-ერთი გადამწყვეტია, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია გამართული ინფრასტრუქტურა, კონკურენტული ფასები და შესაბამისი მომსახურება“. შეღავათიანი პირობები მოიცავს, როგორც ბილეთების ჯგუფურად დაჯავშნასა და ბარგის ტრანსპორტირებისთვის ხელშეწყობას.

შეხვედრაზევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ავიაკომპანიებს მიმართეს ინიციატივით მხარი დაუჭირონ ახალ, კინოინდუსტრიის წამახალისებელ პროგრამას და საქართველოთი დაინტერესებულ საერთაშორისო პროდიუსერებს შესთავაზონ კინოგადაღებებში ჩართული პერსონალისთვის ხელსაყრელი პირობები.

შეხვედრას სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, კერძოდ, ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Lufthansa; Fly Dubai; Turkish Airlines ; Air Astana; Ukraine International Airlines; China Southern Airlines; Air Arabia; Qatar Airways; Aeroflot, Air Baltic.

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი "გადაიღე საქართველოში" დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ. პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით აქცენტი კეთდება ინდოეთისა და ამერიკის ბაზრებზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day