Home
Category
TV Live Menu

მთავრობა ახმეტის, თუშეთის, მესტიისა და მულახის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტს შეიმუშავებს

572aef4874877
BM.GE
05.05.16 10:55
1064
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით, მთავრობა სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტზე მუშაობას იწყებს, რაც ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ინიციატივაა.

მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე ახმეტის, თუშეთის, მესტიისა და მულახის განვითარებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს და სპეციალურ პაკეტს დაამტკიცებს, რაც აღნიშნული მიმართულებების სივრცით-ტერიტორიული მოწყობის დოკუმენტის შექმნას გულისხმობს.

"აღნიშნული მიმართულებები გეგმურად, კანონზომიერად განვითარდება, რათა ერთის მხრივ, შენარჩუნდეს კულტურული მემკვიდრეობა და იქ არსებული უნიკალური ეკოსისტემა, ხოლო მეორეს მხრივ განვითარდეს ტურისტული პოტენციალი. განვითარება უნდა მოხდეს არა სტიქიურად, არამედ გეგმაზომიერად, სივრცითი მოწყობის გეგმიდან გამომდინარე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day