Home
Category
TV Live Menu

მთავრობა ბიზნესს ავანსის გაცემის პერიოდში დღგ-ით დაბეგვირის 6 თვით გადავადებაზე არ დათანხმდა

58739ea96e804
ელენე გოგბერაშვილი
09.01.17 18:25
902
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, რომელიც ავანსის გადახდის მომენტში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განსაზღვრას ითვალისიწნებს, ბიზნესისთვის წლის დამთავრებამდე მხოლოდ 2-3 კვირით ადრე გახდა ცნობილი და ბევრმა მათგანმა ინფორმაცია მედიით შეიტყო. ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს ბიზნეს ასოციაიციის ფორმატში, თუმცა ბიზნესის მოთხოვნა, რომ ახალ კანონმდებლობაზე გადასაწყობად მათთვის დრო მიეცათ, უწყებამ არ გაითვალისწინა. როგორც ბიზნეს ასოცაციის საბაჟო-საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელმა ,,ბიზნესკონტრაქტთან’’ განმარტა, ბიზნესს როგორც ორგანიზაციულად, ისე ტექნიკურად ახალ კანონმდებლობაზე გადაწყობა მოუწევს, რასაც გამართულად ამუშავებისთვის მინუმუმ რამდნიმე თვე სჭირდება.

ბიზნესასოციაციაში მიაჩნიათ, რომ დამატებითი დასაბეგრი ობიექტის შემოღება ფისკალური ეფექტის მიღების მიზანს ემსახურება და ეს ცვლილებები ბიზნესზე დადებითად არ აისახება.

"ამას სიმართლე გითხრათ, არ ველოდით. წლის დამთავრებამდე 2-3 კვირით ადრე გახდა ეს ჩვენთვის ცნობილი. ვითხოვდით ასეთი ტიპის ცვლილება განხორციელებულიყო რაღაც პერიოდის შემდეგ და არა პირველი იანვრიდან, რადგან კომპანიებს სჭირდება გადაწყობა ახალ კანონმდებლობაზე. ყოფილიყო 6 თვის შემდეგ. დარწმუნებული ვარ ბიზნესისთვის იქნება რთული. თუ წინანსწარ არ არის ცნობილი ბიზნესისთვის და გადაწყვეტილება მიღებულია 2-3 კვირით ადრე საგადასახადო წლის დაწყებამდე, როცა ბევრ კომპანიას ბიუჯეტი შედგენილი აქვს, როცა სავალუტო კრიზისი დაემთხვა, ეს ყველაფერი თავისთავად სტრესის ქვეშ ამყოფებს ბიზნესს. დამატებითი ცვლილებები, ბუნებრივია, დადებითად არ აისახება ბიზნესზე. დიდი პერიოდია საჭირო, რომ აეწყონ ამ სისტემაზე", - აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day