მთავრობა დღეს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც საქართველოში საგადასახადო რეფორმის ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დასაწყისში განაცხადა, კანონპროექტების პაკეტზე დღეს მინისტრთა კაბინეტი იმსჯელებს, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება.
"ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, დროის მინიმალურ მონაკვეთში მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.