Home
Category
TV Live Menu

მთავრობა დღგ-სგან გათავისუფლებული საიმპორტო საქონლის ნუსხას დაამტკიცებს

57cfb24e8d930
BM.GE
07.09.16 10:21
1393
მინისტრთა კაბინეტი დღეს იმ საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალს დაამტკიცებს, რომლის იმპორტის დროს იმპორტიორი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისაგან, თუ ეს ძირითადი საშუალებები გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში – საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა.

"მნიშვნელოვანი ცვლილება შემოგვაქვს საგადასახადო კოდექსში. ეს არის საწარმოო დანიშნულების ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი, რომლის იმპორტი სრულად გათავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდისგან, თუ ეს იმპორტი ხმარდება დამატებითი ღირებულების შექმნას. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, იმ საგადასახადო ცვლილებების ნაწილი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ეს არის გაგრძელება რეფორმისა, რომელიც ემსახურება სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას და ბიზნესის კეთების გაიოლებას,“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day