Home
Category
TV Live Menu

მთავრობა ერთიანი "ბიზნეს სახლის" გეგმის პრეზენტაციას უახლოეს დღეებში გამართავს

57c57c041570b
BM.GE
30.08.16 16:27
1174
"ჩვენ რამდენიმე დღეში გვექნება ერთიანი “ბიზნეს სახლის" გეგმის პრეზენტაცია, სადაც გაერთიანდება სხვადასხვა სამინისტროების მომსახურების სერვისები“, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, „ბიზნეს სახლი“ ერთიანი ფრონტ ოფისის შექმნას ისახავს მიზნად.

"ვფიქრობთ, მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას შეუძლია, მოიტანოს ძალიან სერიოზული თვისობრივი ცვლილება ქვეყნის განვითარებაში. არჩეულია ზუსტად ის მიმართულებები, რომლებზეც ფოკუსირება მოგვცემს საშუალებას, ძალიან მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილებები მოვიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების პროგრამა. პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, 1 იანვრიდან მოგების გადასახადი უქმდება ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day