Home
Category
TV Live Menu

მთავრობა ფიზიკური პირების იპოთეკური სესხის სუბსიდირებას იწყებს

583d72a562d20
BM.GE
29.11.16 16:19
1142
მთავრობა ფიზიკური პირების იპოთეკური სესხის სუბსიდირებას იწყებს. როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პირებს, რომლებსაც იპოთეკური სესხი 2015 წლის იანვრამდე დოლარში აქვთ აღებული, მთავრობა 20-თეთრიან სუბსიდიას გაუწევს. ეს ნიშნავს, რომ თუ ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,50-ია, ფიზიკურ პირებს სესხის გადახდა 2,30 კურსით შეეძლებათ.

„როგორც ერთჯერადი, სოციალური აქცია, მოხდება 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნვეყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე ერთ ბანკში 100 ათას ლარამდე ნარჩენი თანხის სუბსიდია, გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში. მაგალითად, თუ კურსია 2,5, მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2,3. ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიო. ბანკები ვალდებული იქნებიან გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებას ზეწოლას ლარის კურსზე. 400 მილიონი დოლარის ყიდვა აღარ მოუწევთ ადამიანებს, ვინც არსებული სესხის გამო ყიდულობდა დოლარს“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day