Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობა ჰოსპიტალურ სექტორში სახელმწიფოს წილის გაზრდას გეგმავს

BM.GE
12.04.23 16:38
84
სახელმწიფო სამედიცინო სერვისების სფეროში კერძო სექტორის წილის შემცირებას გეგმავს. მიმდინარე კვირაში წარდგენილ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კონცეფციის პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს წილი ჰოსპიტალური სექტორის მართვაში და მას პროცენტულად დომინანტური როლი აქვს, მაშინ როდესაც დღეს საქართველოში 18 000 საწოლზე მეტია, სადაც კერძო კლინიკებზე 91% მოდის. სახელმწიფო კლინიკებში კი მხოლოდ 1 600 საწოლია და ეს მთლიანი საწოლფონდის მხოლოდ 9%-ს შეადგენს. პრეზენტაციის თანახმად, საქართველოში სახელმწიფო კლინიკების ხვედრითი წილის გაზრდა არანაკლებ 60%-მდე იგეგმება. რატომ სურს მთავრობას სახელმწიფო კლინიკების წილის ზრდა და რას ცვლის ეს მიდგომა ჰოსპიტალურ სექტორში?

სტუმარი: ქეთევან ჩხატარაშვილი - ექიმი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი;

Subscribe to our news

Get the main news of the day