რა გავლენა ექნება დაანონსებულ ცვლილებებს მედიკამენტების ბაზარზე საქართველოში? პარლამენტი დაჩქარებულად განიხილავს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს. ამ თემაზე მსჯელობას დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე ხმაური მოჰყვა. დეპუტატი პარტია “გირჩიდან” კანონის შინაარსს ეწინააღმდეგება. კანონპროექტი ახალ ვალდებულებას აწესებს საქართველოში წამლების იმპორტიორებისთვის. მათ პროდუქციის შემოტანისას ე.წ. GMP სერთიფიკატი უნდა წარადგინონ, რაც კარგი საწარმოო პრაქტიკის დამადასტურებელია. ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ეს დამატებითი ბარიერი იქნება კომპანიებისთვის და შესაძლოა არათუ გაიაფებამდე, პირიქით წამლების გაძვირებამდე მიგვიყვანოს. ჯანდაცვის სამინისტროს კი მიაჩნია, რომ GMP სტანდარტის მოთხოვნა აუცილებელია იმპორტიორებისთვის, რამდენადად მსგავსი რეგულაცია ადგილობრივი მწარმოებლებისთვის მიმდინარე წლიდან ამოქმედდება, ამიტომ საჭიროა, საერთო თამაშის წესები არსებობდეს.
რამდენად საჭიროა კანონში დაგეგმილი ცვლილებები ფარმაცევტული ბაზრისთვის და მიგვიყვანს თუ არა უარეს შედეგებამდე რეგულაცია?
სტუმარი: ლევან გოგიბერიძე - საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელი;