Home
Category
TV Live Menu

მთავრობა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის პროექტს იწყებსს

588c31bf538fc
სალომე მეცხვარიშვილი
28.01.17 10:00
1079
მთავრობა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის პროექტს იწყებს. სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამაში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობის საპროექტო მომსახურების შესყიდვისთვის 315 ათასი ლარია გამოყოფილი.

ამასთან, მთავრობას საიჯარო თანხა აქვს გამოყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად. ამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 429 ათასი ლარი გამოიყო.

ინფექციური საავადმყოფო და სეფსისის კლინიკა, "ავერსი ფარმამ” აუქციონის გზით 2009 წელს შეიძინა, თუმცა, ტერიტორიაზე საავადმყოფო ფუნქციონირებას აგრძელებს. ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს შენობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო იჯარის წესით ფლობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day