Home
Category
TV Live Menu

მთავრობა ინოვაციების სფეროში ე.წ. "ქრაუდფანდინგის" სისტემას ქმნის

578cae5665607
ელენე გოგბერაშვილი
18.07.16 14:20
1493
"ინოვაციების სფეროში რეფორმების შემდგეგი ფაზა ეხება ე. წ "ქრაუდფანდინგის" - სახალხო დაფინანსების სისტემის შექმნას საქართველოში", - აცხადებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ავთანდილ კასრაძე.

კასრაძის განმარტებით, ერთის მხრივ ეს საშუალებას მისცემს სტარტაპებს დაფინანსება მოიზიდონ თითოეული ადამიანისგან და მეორეს მხრივ, თითოეულ ადამიანს შეეძლება სახლიდან გაუსვლელად გახდეს ინვესტორი და ფული ჩადოს პერსპექტიულ, საინტერესო და ინოვაციურ ბიზნესში.

"ეს სისტემა აშშ-ში და ინგლისში დღეს უკვე წარმატებით არის დანერგილი და ჩვენც სწორედ მათ გამოცდილებას ვეყრდნობით", - აცხადებს კასრაძე.

ე.წ. "ქრაუდფანდინგის" სისტემის შესახებ შესაბამისი კანონპროექტი ვენჩერული ფონდების შექმნის წახალისების მექანიზმის კანონპროექტთან ერთად კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს სექტემბერში წარედგინება და შემდგომ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

"ქრაუდფანდინგის" სისტემაზე და ვენჩურული ფონდების შრქმნის წახალსიების მექანიზმის შემუშავებაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ჩართულია ეროვნული ბანკი, რომელიც შემდგომ მონიტორინგს გაუწევს აღნიშნული სისტემების საქმიანობას.

Subscribe to our news

Get the main news of the day