Home
Category
TV Live Menu

მთავრობა ინტერნეტში ჩართვის ვაუჩერების გაცემას იწყებს

5a4f32da4647d
სალომე მეცხვარიშვილი
05.01.18 13:00
1214
2018 წელს მთავრობა ინტერნეტში ჩართვის ვაუჩერების გაცემას იწყებს - ამის შესახებ საუბარია სოფლის მეურნეობის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა.

დოკუმენტის მიხედვით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით, 2018 წელს სულ გაიცემა ინტერნეტში ჩართვის 1450 ვაუჩერი, აქედან 1200 ვაუჩერი დაურიგდებათ შინამეურნეობებს, 250 კი მეწარმეებს. იგივე გეგმა აქვს მთავრობას 2019 და 2020 წლებშიც.

2018-2020 წლებში ამ მიმართულებით ყოველწლიურად 230 ათასი ლარი დაიხარჯება.

პროექტი ითვალისიწინებს ციფრულ წიგნიერებასა და პროგრამირების ენებში ბენეფიციარებისა და მეწარმეების გადამზადებასაც. 2018 წელს გადამზადდება 1600 ბენეფიციარი და 300 მეწარმე. ამ მიმართულებით ყოველწლიურად 320 ათასი ლარი გამოიყოფა.

აქვე აღნიშნულია, რომ 2018 წელს შეიქმნება 2 ინოვაციების ცენტრი და 1 ინოვაციების ჰაბი. იგივე გეგმა აქვს მთავრობას 2019 წელსაც, 2020 წელს კი თითო ინოვაციების ცენტრისა და ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

შეგახსენებთ, 2016 წელს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პარალელურად დაანონსდა პროგრამა, რომელიც 30 000 ოჯახისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტისთვის ვაუჩერების დარიგებას ითვალისწინებდა. როგორც bm.ge-სთან საუბრისას მსოფლიო ბანკის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" მენეჯერი ბესო აბულაძე აცხადებდა, პროექტის ფარგლებში თითოეულ ოჯახს დაახლოებით 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემოდა. ვაუჩერის ნახევარი სახლში ინტერნეტის ინსტალაციას მოხმარდებოდა, მეორე ნაწილი კი კომპიუტერის შესაძენად განვადების წინასწარი შენატანი უნდა ყოფილიყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day