მთავრობა ინვესტიციების შესახებ ახალ კანონს ქმნის. 2016-2020 წლების სამთავრობო პროგრამის მიხედვით, გაძლიერდება ინვესტიციების დაცვის საკანონმდებლო ჩარჩო - შეიქმნება ინვესტიციების შესახებ ახალი კანონი - საქართველოში ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ინვესტიციების განხორციელების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის მიზნით, რომელიც სრულად უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს.
სამთავრობო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ ამავე კანონით დადგინდება ისეთი საკანონმდებლო ნორმა-პრინციპები, რომელიც სხვადასხვა სფეროს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მუხედავად, ინვესტორისთვის უზრუნველყოფს მოქმედი ლიბერალური ნორმებისა და შეღავათების შენარჩუნებას გარკვეული ვადით, რათა მან შეძლოს ბიზნესის თავისუფლად დაგეგმვა და აღარ ჰქონდეს ინვესტიციის განხორციელების შემდგომ უახლოეს პერიოდში რეგულაციების შეცვლის მოლოდინი.