Home
Category
TV Live Menu

მთავრობა იპოთეკურ სესხს 33 ათას ადამიანს დაუსუბსიდირებს

583da830cf858
BM.GE
29.11.16 19:58
915
მთავრობა იპოთეკურ სესხს 33 ათას ადამიანს დაუსუბსიდირებს. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2015 წლის 1-ელ იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა 33 ათას მსესხებელს მოიცავს.

როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, აქედან 31 ათას მსესხებელს მოიცავს სრულად, ხოლო 2 ათას მსესხებელს - ნაწილობრივ.

"მთლიანად კომერციული ბანკების სისტემაში ჩვენ დღეს გვყავს 75 ათასამდე მსესხებელი, რომელიც არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი. პორტფელზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის 400 მილიონი დოლარის პორტფელი ჯამურად, რასაც გალარება შეეხება. ეს თანხა რეალურად ბაზარზე აღარ იქნება მოთხოვნილი, ვინაიდან თვითონ მექანიზმის მიხედვით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს შემუშავებული, კომერციულ ბანკებზე მოხდება პირდაპირ გადაფარვა. შესაბამისად, თუ ადამიანებს ხელფასის აღებისას უნდა ეყიდათ ვალუტა თავისუფალ ბაზარზე და ბანკში დაეფარათ სესხი, ამ ტრანზაქციის შესაბამისად ეროვნული ბანკი პირდაპირ მოახდენს ინტერვენციას კომერციულ ბანკებზე და დაუფარავას ღია სავალუტო პოზიციას. აქედან გამომდინარე, 400 მილიონი დოლარის ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე არ მოხდება, რაცმ რა თქმა უნდამ ჩვენი ვალუტის სტაბილზიაციას მიეხმარება. მე არ მინდა ეს პირდაპირ მივაბათ ვალუტის კურსს, იმიტომ, რომ გაცვლითი ვალუტის კურსი არის თავისუფალ ბაზარზე, როდესაც არის მოთხოვნა-მიწოდება და მეტწილად ვაჭრობაზეა დამოკიდებული", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day