Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობა: კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი წყარო რესტორნებია / ია თაბაგარის პასუხი მთავრობას

BM.GE
14.04.21 14:46
464
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდ წყაროდ რესტორნებს ასახელებს, სადაც სოციალური ღონისძიებები იმართება. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწორედ რესტორნებში ყველაზე ნაკლებადაა დაცული აუცილებელი პირობები და ისინი ყველაზე მეტად არღვევენ დათქმებს, რომლებიც მათი გახსნისას დაწესდა. მისი თქმით, სხვა სექტორებში მაქსიმალურად იცავენ იმ ღონისძიებებს, რაც მოთხოვნილია ჯანდაცვის სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლის, ასევე შრომითი ინსპექციის მხრიდან. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრი აანონსებს, რომ თუკი დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება და შეზღუდვების დაწესებაზე დაიწყება საუბარი, თავდაპირველად მიდგომა ინდივიდუალური იქნება ყველა სექტორის მიმართ იმის მიხედვით, თუ ვინ იცავდა ყველაზე მეტად დაწესებულ ნორმებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას BM.GE-სთან საუბარში აფასებს, რესტორანი „ჩვენის“ დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი. მისი თქმით, რესტორნებში რეკომენდაციები დაცულია, გარდა იმ ობიექტებისა, რომლებიც მთავრობასთან არიან დაახლოებული და ღონისძიებებს სწორედ მათთვის მართავენ. „მე ვფიქრობ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ და თავის კოლეგებმა თავადვე უნდა შეასრულონ თავისი სიტყვა, დაიცვან რეგულაციები და არ იგულაონ შაბათ-კვირას ბანკეტებზე. “, - განაცხადა გურამ ბაღდოშვილმა. იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა რესტორნების დახურვას გადაწყვეტს, გურამ ბაღდოშვილი გეგმავს, რომ დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს, რადგან მისი თქმით, ბიზნესი მესამედ ჩაკეტვას ვეღარ გადაიტანს. შეფის მტკიცებით, მის ყველა ობიექტზე რეკომენდაციები 100%-ით არის დაცული.

სტუმარი: ია თაბაგარი - ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე



Subscribe to our news

Get the main news of the day