მთავრობა მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების პროექტს შეიმუშავებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ მხარეს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს და მისი განვითარებას მთავრობის გეგმებში შედის.
"ჩვენ ვგეგმავთ, რომ მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების პროექტი შევიმუშავოთ, რომელსაც გააჩნია მრავალმხრივი დანიშნულება, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეთნოკულტურის შენარჩუნების კუთხით; ასევე ტურზმის განვითარების კუთხით. ასევე სოცალური კუთხით იმ ადამიანებისთვის ვინც იქ ცხოვრებენ და ნამდვილი გმირები არიან და დღეს იქ რჩებიან და ინახავენ ისტორიულ მიწა-წყალს. ჩვენი ვალია ამ მხარეს განსაკუთრებულად მივხედოთ", - განაცხადა პრემიერმა.