"სახელმწიფომ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მომხდარიყო მის ხელთ არსებული გეოლოგიური რუკებისა და მონაცემების ციფრულ ფორმატში გადატანა. ვფიქრობთ, რომ ეს მონაცემები უნდა გაიხნას“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საინფორმაციო პაკეტი ფასიანია
"ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს გახსნილი იმისთვის, რომ ინვესტორებმა ნახონ, თუ რა გააჩნია სახელმწიფოს და შესაბამისად, მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება ამ მიმართულებით. საბოლოო ჯამში, დარგის რეფორმის შედეგებით, ჩვენ გვექნება განვითარებული სანედლეულო ბაზა, გამართული ბიზნესპროცესები, ეკონომიკურად მომგებიანი და გამჭვირვალე ბიზნესსისტემა და რა თქმა უნდა, გაზრდილი საინვესტიციო მიმზიდველობა ამ მიმართულებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.