მთავრობა სპარსეთის ყურიდან შავი ზღვის მიმართულებით საერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნის დაფუძნებას გეგმავს.
საქართველოს მთავრობის 13 იანვრის განკარგულებით, შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკება უნდა გაიმართოს.
სატრანსპორტო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია განკარგულებაში მითითებული არ არის.