Home
Category
TV Live Menu

მთავრობა უახლოეს მომავალში ბიზნესისთვის ანტიდემპინგური კანონპროექტის გაცნობას გეგმავს

57a343271dce8
დავით ჯალაღონია
04.08.16 17:26
1460
მთავრობა უახლოეს მომავალში ბიზნესისთვის ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტის გაცნობას გეგმავს. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, შიდა სამუშაოები უკვე დასრულებულია.

"უახლოეს მომავალში ვაპირებთ ბიზნესთან კონსულტაციების გავლას. მათ გავუზიარებთ კანონპროექტს, რათა შენიშვნები და კომენტარები მივიღოთ, რაც ამ კანონპროექტს შეიძლება, უკავშირდებოდეს კერძო სექტორის მხრიდან, რადგან ისინი იქნებიან მთავარი ბენეფიციარები. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ საქართველოს ექნება საშუალება, გამოძიების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული კომპანიების მიმართ გატარდეს ანტიდემპინგური ღონისძიებები და შესაბამისი ტარიფები გაიზარდოს, რადგან ადგილობრივი მწარმოებლები იყვნენ კონკურენტუნარიან გარემოში და ადგილობრივ ბაზარზე დემპინგურ ფასებს ადგილი არ ჰქონდეს", - განაცხადა არველაძემ.

კითხვაზე, რა ეტაპზეა სამუშაოები კონკურენციის სააგენტოსთან, რომელიც ამ ეტაპზე ანტიდემპინგური კანონის აღმასრულებელ ორგანოდ განიხილება, არველაძე აცხადებს, რომ კონკურენციის სააგენტოს ჩართულობა ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

Subscribe to our news

Get the main news of the day