Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობა ყურძენს წელსაც დაასუბსიდირებს

BM.GE
24.07.23 23:48
56
წელს სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ რქაწითელის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. როგორც დარგის წარმომადგენლები ამბობენ, ტრადიციად ქცეული რთველის სუბსიდირება დარგს ყოველწლიურად აზიანებს და ქართული ყურძნის ხარისხს აფუჭებს. მათი თქმით, მევენახეს, რომელსაც ეუბნებიან რომ სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც ჩაიბარებენ, მას მოტივაცია აღარ აქვს ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოს, შესაბამისად მეღვინეები გასული წლების გამოცდილებით ამბობენ, რომ სუბსიდირების მექანიზმი, რომელიც 2006 წლიდან აღნიშნულ დარგში მოქმედებს სახელმწიფომ მომდევნო წლიდან მაინც უნდა გააჩეროს. მეღვინეების თქმით, სუბსიდირებისთვსი გაყოფილი თანხებით ქართული ღვინის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, რადგან დღეს ღვინის სამშობლოდ წოდებულ ქვეყანაში წარმოებულ ღვინოს მსოფლიო არ იცნობს.

Subscribe to our news

Get the main news of the day