Home
Category
TV Live Menu

მთავრობამ "საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგია" შეიმუშავა

577dfb84bcedc
BM.GE
07.07.16 10:49
966
მთავრობამ "საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგია“ შეიმუშავა–პროექტის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. მისი განმარტებით, სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ ახალ მიმართულებას.

"რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ექნება სხვა უწყებებსაც, უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიას და ა.შ. ეს სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ ახალ მიმართულებას. საქართველოში წარმატებული და მდგრადი, გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day