Home
Category
TV Live Menu

"მთავრობამ ძალიან ბევრი ძალისხმევა დახარჯა, იმისთვის რომ ესწავლა რეფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები"

58d2518b7a727
BM.GE
22.03.17 14:26
1008
"საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ძალიან ბევრი პროგრესი განიცადა წლების განმავლობაში", - განაცხადა "საქმის კურსთან" ინტერვიუში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა მერსი ტემბონმა. მისი განცხადებით, მიუხედავად, საგარეო შოკებისა, საქართველოს ეკონომიკამ განაგრძო ზრდა.

"ეს ზრდა არ ყოფილა შემთხვევითი, ზრდა მოხდა იმიტომ, რომ მთავრობამ პრიორიტეტად დაისახა რეფორმების გატარება. მათ შორის ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების, ამან კი დადებითად იმოქმედა ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე. ბიზნეს გარემო საქართველოში ძალიან მეგობრულია, საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზირებული და სწორად რეგულირებულია.

ამასთან ერთად, ქვეყანაში იზრდება ტურისტების რაოდენობა და სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს საქართველოს. ისინი ხარჯავენ ქვეყანაში ფულს. 10 წლის წინ მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 1700 დოლარი იყო, დღეს კი ის 3700 დოლარია. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი . ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, როგორც საქართველოს ეკონომიკის ასევე მისი მომავლის მიმართ", - განაცხადა ტემბონმა.

რამდენად სწორი იყო გასული წლის ბოლოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმა რომელიც ქვეყანაში გადასახადების ზრდას უკავშირდებოდა , - კითხვაზე პასუხად მერსი ტემბონი ამბობს, რომ მსოფლიო ბანკი მთავრობის მიერ გატარებულ რეფომებს მხარს უჭერს, რადგან ხელისუფლებამ ისწავლა თუ რომელი რეფორმა გამოიწვევს ქვეყანაში დადებით შედეგს.

"მთავრობამ ძალიან ბევრი ძალისხმევა დახარჯა იმისთვის რომ ესწავლა რეფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეები. მთავრობა ატარებს იმ რეფორმებს, რომელზეც თვლის, რომ ქვეყნისთვის კარგია. შესაბამისად, ჩვენ მას მხარს ვუჭერთ", - განაცხადა მერსი ტემბონმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day