Home
Category
TV Live Menu

"მთავრობამ გადაწყვიტა, "ფოსტის შესახებ" კანონის მაღალი ლეგიტიმაციისთვის შეფასება EBRD-სგან მიეღო, რაც უკვე მზად არის"

58dbe2b2853cd
BM.GE
30.03.17 10:34
802
ეკონომიკის სამინისტროს "ფოსტის შესახებ კანონის" პროექტი მზად აქვს და უახლოეს პერიოდში საჯარო განხილვებს გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, "ფოსტის შესახებ კანონის" 2014 წელს არსებულ ვერსიაზე დონორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების განსხვავებული მოსაზრებების გამო, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დოკუმენტის მაღალი ლეგიტიმაციისთვის, შეფასება ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან მიეღო, რაც უკვე მზად არის.

"ჩვენ შეფასებითი ნაწილი EBRD-ს დავუკვეთეთ და ახლო კომუნიკაციაში ვიყავით მათთან, როდესაც ამ დოკუმენტის შეფასება მიმდინარეობდა. შეფასებითი ნაწილი უკვე დასრულებულია. მათ რამდენიმე რეკომენდაცია წარმოუდგინეს ეკონომიკის სამინისტროს და ჩვენ სრულად გავითვალისწინეთ დოკუმენტში. ახლა გვინდა, რომ ფართო საზოგადოებაში განსახილველად გამოვტანოთ და გავიგოთ, კიდევ ვინმეს რაიმე შენიშვნა ხომ არ აქვს, რადგან ეს არის საბოლოო დოკუმენტი", - განაცხადა არველაძემ.

კომიტეტის სხდომას ეკონომიკის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძეც ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს "ფოსტის შესახებ კანონის' პროექტში ეროვნული ოპერატორის ცნებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

"ეროვნული, დანიშნული ოპერატორი იარსებებს. იცით, რომ ქვეყანას აქვს ვალდებულება უნივერსალური საფოსტო მომსახურების გაწევის. ეს მომსახურება სარეზერვო სეგმენტის განსაზღვრას მოითხოვს და სწორედ აქ იყო ძირითადი სამუშაო ჩატარებული EBRD-თან ერთად, რომ რაც შეიძლება ნაკლები ვალდებულება დავაკისროთ უნივერსალურ ნაწილში ოპერატორს და რაც შეიძლება მინიმალური სარეზერვო ზღვარი გამოვიყენოთ, რათა ყველა ოპერატორი საფოსტო სეგმენტში თანაბარ პირობებში იყოს. პროექტი უკვე მზად არის და უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ განსახილველად", - განმარტა ეკა ყუბუსიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day