"ბიზნესკონტრაქტისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მთავრობამ საპარტიორო ფონდის საქართველოს განვითარების კორპორაციად გარდაქმნაზე უარი თქვა. ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქიმსიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საპარტნიორო ფონდი ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოს ამოქმედების მიმართულებით განვითარდება და კორპორაციად გარდაქმნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.
"საპარტნიორო ფონდის განვითარების კორპორაციად გარდაქმნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ დავამუშავეთ და სრული შიდა შეთანხმება გვაქვს ექსპორტის დაკრედიტების სააგენტოსთან დაკავშირებით. შიდა პროცედურები პრაქტიკულად გავიარეთ, კონცეფცია სრულად შევათანხმეთ, დებულებების ნაწილი დასრულებულია. ახალ პარლამენტში დასჭირდება გარკვეული კანონმდებლობის მიღება და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით განვითარდებით"-განუცხადა "ბიზნესკონტრაქტს" დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავრობამ საპარტნიორო ფონდის განვითარების კორპორაციად გარდაქმნაზე უარი საბოლოოდ განაცხადა.
შეგახსენებთ, საპარტნიორო ფონდის საქართველოს განვითარების კორპორაციად გარდაქნის პროექტი მთავრობამ "გერმანიის განვითარების ბაკ- KFW- თან" ერთად შეიმუშავა.
დოკუმენტი მომზადებულია, თუმცა მისი პარლამენტისთვის წარდგენა არ მომხადრა. აღნიშნული პროექტისთვის გერმანიის განვითარების ბანკმა საქართველოს 6 მილიონი ევრო უკვე გამოყო, საიდანაც 1 მილიონი კადრების მომზადებას და კორპორაციის სტრუქტურის დამუშავებას უნდა მოხმარებოდა, 5 მილიონი კი ტექნიკური დახმარებისთვისთვის იყო გათვალისწინებული.