Home
Category
TV Live Menu

მთავრობას ქვეყანაში დოლარიზაციის შესამცირებლად 10-ზე მეტი პუნქტი აქვს გაწერილი

582d8192e625c
BM.GE
17.11.16 14:06
885
მთავრობას ქვეყანაში დოლარიზაციის შესამცირებლად 10-ზე მეტი პუნქტი აქვს გაწერილი. როგორც დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დოლარში გაცემული სესხებია, თუმცა შეიზღუდება თუ არა სესხების დოლარში გაცემა, კიტხვაზე ქუმსიშვილმა პირდაპირი პასუხი არ გასცა.

"ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ ის რომ იმ შემთხვევაში თი ლარი მერყეობს არა ქვთ რწმუნება რამდენი ექნებათ ბანკში გადასახდელი თანხა: მეტი თუ ნაკლები. ჩვენ გვინდა რომ მოსახლეობის დამოკიდებულება სესხებთან დაკავშირებით მოვხსნათ

სიტყვა შეზღუდვა და რეგულაცია არაა ეკონომიკისთვის კარგი სიტყვა და მას არ ვიტყვი", - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება საქართველოშისავალუტო ფონდის მისიის ვიზიტს და მათ ერთ-ერთ რეკომენდაციას გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით, ქუმსიშვილი აცხადებს, რომ განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით სამუშაოსესიის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

"ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები თუმცა ეს არ არის მისია რომელიც არის ჩამოსული მოლაპარაკებების საწარმოებლად. მისია ეცნობა ჩვენს მდგომარეობას და თუ რა გეგმები გვაქვს შემდეგი წლებისთვის. შედეგებს ერთობლივად მოგახსენებთ ვიზიტის დასრულების შემდეგ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day