მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე პრემიერი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ინფორმაციას პრემიერმინისტრის აპარატი ავრცელებს.
"13 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მე-12 სართულზე), დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საგანგებო ბრიფინგი",- ნათქვამია მედიაანონსში.
შეგახსენებთ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში უქმდება რამდენიმე სამინისტრო, მათ შორის ენერგეტიკის, სპორტის, გარემოს დაცვის და მათს ფუნქციებს სხვადასხვა სამინისტროები შეასრულებენ. ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია ცვლილებები მთავრობის კაბინეტში, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრად მოიაზრება ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია. გავრცელებული ცნობებით, ასევე იცვლება განათლების მინისტრი.