Home
Category
TV Live Menu

მთავრობის ადმინისტრაცია: სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს, პრემიერმინისტრმა მოსახლეობასსავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა

5853e23591da8
BM.GE
16.12.16 16:45
1710
საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროდ, გახშირდა ადამიანებისთვის მგრძნობიარე და მტკივნეულითემების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება - სხვადასხვაპოლიტიკური ჯგუფები, ამა თუ იმ ინფორმაციას, საზოგადოებისშეცდომაში შესაყვანად, მიზანმიმართულად ამახინჯებენ. სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობასსავალუტო კურსის დავიწყებისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები, რომელთა რეალიზაციის შედეგად ჩვენი მოსახლეობა აღარ იქნება ყოველდღიურად დამოკიდებული სავალუტო კურსის ცვლილებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი,ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და რთული სოციალური ფონის გათვალისწინებით, საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს, თავისიეკონომიკური განვითარების დინამიკისა და ქვეყნის განვითარებისდონიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, მისი ეკონომიკა იყოს უკეთესმდგომარეობაში, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით",- ნათქვამია განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day