Home
Category
TV Live Menu

მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრთან შეხვედრა გაიმართა

577be94610a38
BM.GE
05.07.16 21:05
1037
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრ გაგიკ ბეგლარიანს შეხვდა.
 
საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო დერეფნის მეშვეობით ტვირთების გადაზიდვას და მაგისტრალებს, რომელთა განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. მათ შორის დასახელდა E-60 ტრანზიტული დერეფანი, ასევე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის და თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებები.

სომხეთიდან, საქართველოს გავლით, ტვირთების გადასაზიდად, ოპტიმალურია რუსთავი-სადახლოს და თბილისი-გეგუთის მიმართულებები.
შეხვედრისას ასევე ისაუბრეს ხაშური-ახალციხე-ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულების განვითარების პერსპექტივაზე.

შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე დაესწრნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day