Home
Category
TV Live Menu

მთავრობის ახალი ინიციატივა - დამაბინძურებელი ნივთიერება ავტომობილის გამონაბოლქვში

BM.GE
09.09.21 14:27
309
მთავრობა, ისეთ ავტომობილზე, რომლის გამონაბოლქვში დამაბინძურებელი ნივთიერებები დადგენილ ნორმატივებს აღემატება, პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია საუბარი, რომელიც პარლამენტს 2021 წლის საშემოდგომო სესიისთვის გადაეგზავნა.

დოკუმენტის თანახმად, ცვლილების შეტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება და მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გამკაცრებას ისეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება.

სტუმარი: შალვა ოგბაიძე - თბილისის საკრებულოს წევრი


Subscribe to our news

Get the main news of the day