Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მთავრობის გაფრთხილება ბიზნესს

BM.GE
04.02.21 14:25
533
8 თებერვლიდან ბაზრობები და მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება. გარდა ამისა, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით კლასებში გაგრძელდება. ამასთან, პრემიერის თქმით, 15 თებერვლიდან რესტორნები და კვების ობიექტები ღია სივრცეებში იხსნება. თუმცა, პრემიერის განცხადებით, შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს შაბათ-კვირას, მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რესტორნებსა და ბაზრობებზე. გარდა ამისა, პრემიერმა გარკვეული გაფრთხილება მისცა ბიზნესსაც. “მიზანმიმართულად, წესების დარღვევა ორგანიზაციის მხრიდან, დაისჯება უმკაცრესად. ასევე გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ იმ დახმარებას და სუბსიდირებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ, ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. ასევე, მომავალში ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერით ღონისძიებებში მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი ნაბიჯი და თიოთოეული ორგანიზაციის და საზოგადოების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day