Home
Category
TV Live Menu

"მთავრობის გაუქმება რომ გახდეს საჭირო, მექსიკის საზღვართან კედელს მაინც ავაშენებთ"

599d880e65d70
BM.GE
23.08.17 18:00
869
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესთან დასაპირისპირებლად მზად არის, თუ მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებელ თანხებს არ დაამტკიცებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება ტრამპმა არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში გამოსვლისას გააკეთა.

აღნიშნული თანხის გამოყოფა თეთრი სახლის ლიდერმა კონგრესს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში სთხოვა, რის შემდეგაც ორ ქვეყანას შორის კედლის აშენების ღირებულებაზე დაიწყეს მსჯელობა. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგზე მექსიკის საზღვართან კედლის აშენების კიდევ ერთი მიზეზი დაასახელა.

როგორც ტრამპი წერდა, აღნიშნული ფაქტი ქვეყანაში ნარკოტიკების შემოდინების შეჩერებას შეუწყობს ხელს.

"მთავრობის გაუქმება რომ გახდეს საჭირო, მექსიკის საზღვართან კედელს მაინც ავაშენებთ", - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ცნობილია, რომ ტრამპის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში კედლის აშენების კონკრეტული ვადები არ არის განსაზღვრული. აღნიშნული დამცავი ბარიერის მშენებლობის ხარჯები კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.

აღსანიშნავია, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day