Home
Category
TV Live Menu

მთავრობის კანონპროექტით, ონლაინ სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%–ს

5862559053fc3
სალომე მეცხვარიშვილი
27.12.16 15:45
1010
ხელისუფლება ონლაინ სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ლიმიტს აწესებს. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, განისაზრვრება სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი - ონლაინ სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%–ს.

წესდება სესხის შემთხვევაში პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზედა ზღვარიც, კერძოდ, სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას.

ფულის სესხად გაცემის დროს სესხის გამცემს ეკრძალება სესხის გაცემის დროს მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან პირგასამტეხლო, ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც აღემატება კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 2%-ს.

„იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის, გარდა 1000 ლარამდე გაცემული სესხისა, ხელშეკრულებისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან“,- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

Subscribe to our news

Get the main news of the day