Home
Category
TV Live Menu

"მთავრობის ზომა 20%-ით მცირდება"

5a3a237874782
BM.GE
20.12.17 12:45
881
ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2016 წელთან შედარებით, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში 25,8%-იდან 24,4%-მდე შემცირდა. როგორც მინისტრმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, 2016 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ჯამში შეადგენს 140,0 მლნ ლარს, მათ შორის:

· შრომის ანაზღაურების შემცირება - 100,0 მლნ ლარი;
· ადმინისტრაციული შესყიდვების შემცირება- 40,0 მლნ ლარი.

„მშპ-სთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯებისა და მთავრობის ზომის შემცირება გაგრძელდება მომდევნო წლებშიც და 2016 წელს არსებული მშპ-ს 25.8%-იდან 2021 წლისთვის 21%-ზე დაბალი იქნება. რეალურ გამოხატულებაში მთავრობის ზომა 20%-ით მცირდება, რის შედეგადაც გაიზრდება მთავრობის დანაზოგები და 2016 წელს არსებული მშპ-ს 2.6%-იდან 2021 წლისთვის 6.5%-ს მიაღწევს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ზომის 21%-მდე ჩამოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხემბით ჩვენ ეს ამოცანა დავისახეთ და კონკრეტული ნაბიჯებიც გადავდგით მიზნის მისაღწევად, რასაც ადასტურებს 2018 წლის ბიუჯეტი"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day