Home
Category
TV Live Menu

მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება

59a9366da3e0c
BM.GE
01.09.17 14:28
749
მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება. ამის შესახებ „საქმის კურსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია ხეებსა და ბალახებს. ადგილზე ათობით მეხანძრე-მაშველი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად მუშაობს.

მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას 2 მხრიდან ცდილობენ.

რა ფართობზეა ცეცხლი, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

Subscribe to our news

Get the main news of the day