Home
Category
TV Live Menu

მთაწმინდის პანთეონის რესტავრაცია იწყება

5a8ee03c2e7fd
მეგი კავთუაშვილი
23.02.18 09:30
704
თბილისის მერია მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საფლავების რესტავრაციას იწყებს. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულება 115 591 ლარია.

საფლავებს ბიოდაზიანებების აღმოჩენის მიზნით მიკრობიოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა. უკვე მზად არის პანთეონის აღდგენა-რესტავრაციის პროექტიც, რომელიც საფლავების ამჟამინდელ მდგომარეობას აღწერს. როგორც პროექტშია ნათქვამი, დაზიანებულია საშენი მასალა, დაკაწრულია ქვის ზედაპირები, ფილებს შორის არის დაცილება, ასევე აღინიშნება ბზარები.

საზოგადო მოღვაწეთა საფლავების შეკეთება თბილისის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day