Home
Category
TV Live Menu

მთის კანონის ფარგლებში ყველაზე მეტი საწარმო სამცხე-ჯავახეთში დარეგისტრირდა

57d1169e5309a
სალომე მეცხვარიშვილი
08.09.16 12:50
1164
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტმა კომპანიამ მიიღო. ამ სტატუსით ყველაზე ნაკლები საწარმო კი კახეთში დარეგისტრირდა. სტატუსის მინიჭების შემდეგ საწარმოები მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ, ისეთით როგორიცაა მოგებისა და ქონების გადასახადისგან გათავისუფლება 10 წლის განმავლობაში.

როგორც "ბიზნესკონტაქტს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სულ 77 საწარმო სარგებლობს, აქედან 7 სწორედ კანონის ამოქმედების შემდეგ არის შექმნილი.

რაც შეეხება მსხვილ საწარმოებს, როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, 77 საწარმოდან მსხვილ გადახდელად ერთი საწარმო განიხილება.

"მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე საწარმოები, რომლებიც სამეწარმეო რეესტრში გადამხელად აღრიცხვაზე დადგნენ 2016 წლის 1 იანვრიდან, 6 სექტემბრის მდგომარეობით შეადგენს -7-ს.

რაც შეეხება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე საწარმოთა რაოდენობას, 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე აღნიშნული სტატუსი მინიჭებული აქვს 77 საწარმოს",- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

"ბიზნესკონტაქტმა" გამოითხოვა ინფორმაცია მაღალმთიანი სტატუსის მქონე საწარმოების შესახებაც, თუ რომელი საწარმოები სარგებლობენ სტატუსით, თუმცა, უწყებაში ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი გვითხრეს.

"აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას“,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

შეგახსენებთ, რომ მთის კანონი მიმდინარე წლიდან ამოქმედდა. კანონი ითვალისწინებს შეღავათებს როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მიმართულებით.

Subscribe to our news

Get the main news of the day