Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“მთის კურორტები საქართველოში არის მხოლოდ თოვლიანი მთები, მეტი არაფერი” - ცოტნე ჯაფარიძე

BM.GE
11.01.22 13:42
490
გასულ წელს თითქმის სრულად ჩავარდნილი ზამთრის ტურისტული სეზონის შემდეგ, წელს 25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე 2021/22 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. რასაც ვერ ვიტყვით ბაკურიანზე, რომლის სათხილამურო არეალი, დათქმული თარიღით, კლიმატური პირობების გამო ვერ ამოქმედდა და იანვარში გადაიწია. ამის პარალელურად, არც გამართული ინფრასტრუქტურა დახვდათ დამსვენებლებს. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, მთის კურორტები სტუმრების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან. თუმცა, მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, საბაგიროები გამართულად არ თუ ვერ მუშაობს. BM.GE-ის ინფორმაციით "დიდველი" და "კოხტა" ფუნქციონირებს, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვინც მთაზე სასრილოდ არ ადის, ხოლო მოთხილამურეებისთვის, საბაგიროთი სარგებლობა აკრძალულია. 

დაბა ბაკურიანის ინფრასტრუქტურული პრობლემების არცთუ მცირე სიაში ხვდება ასევე კომუნალური სისტემის გაუმართაობაც: იქნება ეს წყალი, კანალიზაცია, თუ ინტერნეტ-ქსელების მოუწესრიგებლობა. გარდა ამისა, დამსვენებლებს აფერხებთ მუდმივი საცობები, რომელიც ბაკურიანის თითქმის ყველა ქუჩაზე, სატრანსპორტო მოძრაობის გამო იქმნება და როგორც ამბობენ, ერთი საათი უნდა მანქანით 100-200 მეტრის გავლას. ამას ემატება უთოვლობა, რომელიც კოვიდ–19–ის „ომიკრონის" შტამდე მეტად აშინებთ ადგილობრივებს. არადა ესეც მოგვარებული უნდა გვქონდეს, რადგან, როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიამ დააანონსა, წესით, საქართველოს ოთხი სათხილამურო კურორტიდან - წელს მხოლოდ ორის ხელოვნური გათოვლიანება უნდა დაწყებულიყო. ვნახოთ რა მოხდება, ჯერ კიდევ წინ გვაქვს ზამთარი, თუმცა 11 იანვრის მონაცემებით მდგომარეობა აი ასე გამოიყურება. 

სტუმარი: ცოტნე ჯაფარიძე - ტურისტული კომპანია Traffic Travel-ის ხელმძღვანელი.
 


Subscribe to our news

Get the main news of the day