Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მუშახელის დეფიციტი თხილის სექტორში - ვინ აკრეფს წლევანდელ მოსავალს?

BM.GE
18.07.22 11:52
280
იმ დარგების და სექტორების ჩამონათვალი სადაც მუშახელის დეფიციტია ყოველდღიურად იზრდება. თუ აქამდე კადრების დეფიციტი მხოლოდ იმ სფეროში იყო რომელიც მათ გადამზადებას, პროფესიულ უნარებს და თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლას მოითხოვდა, დღეს სია გაიზარდა და ბიზნესი კადრებს ვერ პოულობს ისეთ ვაკანსიებზე როგორიც არის მიმტანები, მზარეულები. 

ბოლო წუხილი რაც ბიზნესიდან წამოვიდა ეხება სოფლის მეურნეობას, კერძოდ თხილის სექტორს. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ წლევანდელ სეზონზე სამუშაო ძალის აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოყვანა მოუწევთ რადგან ადგილზე შესაბამისი რაოდენობის მუშახელი არ არის.

სად გაქრნენ ადამიანები, რომლებიც ამ სფეროში მუშაობდნენ?

სტუმარი: მერაბ ჭითანავა - თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე


Subscribe to our news

Get the main news of the day