"საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციას" სახელმწიფო პროგრამასთან "აწარმოე საქართველში" დაკავშირებით შენიშვნები აქვს. როგორც ფედერაციის წარმომადგენელი და კომპანიის BB Legal-ის ხელმძღვანელი პაატა ხოტენაშვილი აცხადებს, პროგრამა ;ვითომ წვრილი და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად არის გამიზნული, სინამდვილეში კი მცირე ბიზნესი პროგრამით ვერ სარგებლობს.
"მინიმალური ზღვარია დაწესებული150 ათასზე ნაკლებ კრედიტს ვერ აიღებ. თუ 150 ათასი დოლარის კრედიტის უნარიანი ვარ, ე.ი. უკვე ვარ უნარიანი და რაღაცის თავი მაქვს. რა ქნას იმ წვრილმა მეწარმემ, რომელსაც ახალდაწყებულია აქვს ბიზნესი და ამუშავება უნდა?!", - აცხადებს პაატა ხოტენაშვილი.
ფედერაციის წევრი მიიჩნევს, რომ თუ მთავრობას მცირე და საშუალო მეწარმეების დახმარება სურს, სესხის ზღვარი უნდა გააუქმოს. "ზღვარი არ უნდა არსებობდეს. ეს გაკეთებეულიია იმისთვის, რომ საბოლოოდ, ბანკები აკეთებენ ამის ადმინისტრირებას. ბანკებს არ აქვთ სურვილი, რომ წვრილ კრედიტებზე იმუშაონ და იწვალონ, ამიტომ, დაწესდა ზღვარი. ბიზნესი ფიქრობს, რომ ეს არასწორია",- აცხადებს პაატა ხოტენაშვილი.