მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - რატომ იგვიანებს რეფორმა?
BM.GE
24.05.22 18:20
• 327
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბიზნესთან მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებით გათვალისწინებული ახალი კანონქვემდებარე აქტების ამოქმედებასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ნარჩენების მართვის ვალდებულება 2022 წლის 1 ივლისიდან ელექტრონული მოწყობილობების, ავტომობილის ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების იმპორტიორ კომპანიებს ექნებათ. 1 ივლისიდან კონკრეტული მწარმოებლებისთვის შესაბამისი ვალდებულებები კი ამოქმედდება, თუმცა ამ დრომდე დამტკიცების მოლოდინშია შესაფუთი ნარჩენების შესახებ რეგლამენტი, რომლის ამოქმედებაზეც ბიზნესთან შეთანხმება მიღწეული ამ დრომდე არ არის. რას ამბობს კერძო სექტორი და რა პასუხები აქვთ როგორც საკონონმდებლო ორგანოში ისე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში?