Home
Category
TV Live Menu
Loading data...

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება - შეხვედრა ბიზნესთან

BM.GE
26.09.22 11:50
183
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონულ რეესტრში მგვ-ს დაქვემდებარებული ორგანიზაციების მიერ ავტორიზაციის გავლის პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს.

მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ პროდუქციის მწარმოებლებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ. მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, იყვნენ მგვ ორგანიზაციის წევრები და აიღონ ვალდებულება შემოტანილი პროდუქციის ნარჩენების შემდგომი მართვის საკითხებზე. 

2022 წლის 1 ივლისიდან, შესაბამისი მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები. 

რა საკითხები იქნა დაყენებული შეხვედრაზე და რა კითხვები რჩება ბიზნესს დღეს? 

სტუმარი: სოლომონ პავლიაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;



Subscribe to our news

Get the main news of the day