ეკოლოგიურად სუფთა გარემო და მაცხოვრებლების საჭიროებებზე სრულად მორგებული ინფრასტრუქტურა ყველაზე მთავარ ღირებულებას წარმოადგენს საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას. ურბანულ გარემოში, ადამიანებს ყველაზე მეტად გვჭირდება სიმწვანე და სუფთა ჰაერი. ჩვენს დღევანდელ სიუჟეტში მოისმენთ ლანდშაფტის დიზაინერისგან რჩევებს, როგორ უნდა დავაგეგმაროთ სივრცე, რომ კონცეფცია მეტ სიმწვანეს გულისხმობდეს და ის წელიწადის ნებისმიერ სეზონზე გამართლებული იყოს.