Home
Category
TV Live Menu

მხატვრულ ფილმს "რაჭა, ჩემო სიყვარულო 20 წლის შემდეგ", საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით გადაიღებენ

578e0a3a99f4d
ელენე გოგბერაშვილი
19.07.16 15:05
2675
საბჭოთა საქართველოს პერიოდის მხატვრულ ფილმს "რაჭა, ჩემო სიყვარულო 20 წლის შემდეგ", საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით გადაიღებენ. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ექსკლუზიურად "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, რომ ფილმს საპარტნიორო ფონდთან ერთად ბრიტანულ-სლოვაკური საინვესტიციო ფონდი InfraPartners Management დააფინანსებს.

აღნიშნულ ფონდთან ურთიერთგაგების მემორანდუმი საპარტნიორო ფონდმა ცოტა ხნის წინ გააფორმა. "რადგან სლოვაკეთისა და რაჭის დამეგობრების თემა ვიცით და მაშინ რაჭაში ვიმყოფებოდით, შევთანხმდით, რომ ჯანო კახიძის ბრწყინვალე მუსიკაზე დაწერილი ფილმის "რაჭა, ჩემო სიყვარულოს’’ ახალი ვერსიის გადაღება დავაფინანსოთ", -აცხადებს დავით საგანელიძე.

მისი თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება თითქმის მიღწეულია და პროცესი წელსვე დაიწყება. რა მოცულობის თანხას გამოყოფს საპარტნიორო ფონდი ამ ეტაპზე უცნობია.

სულიკო ჟღენტის სცენარით გადაღებული ფილმის, "რაჭა, ჩემო სიყვარულო" პრემიერა 1977 წლის 8 ივლისს გაიმართა.

Subscribe to our news

Get the main news of the day