Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული - „Lucky Cab“

BM.GE
07.03.21 12:12
455
პროფესიონალი მორაგბე ზურაბ მოგელაძე, რომელსაც ტრამვების გამო მოუწია სპორტისთვის თავის დანებება, შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა და ბიზნეს იდეაც სწორედ მაშინ გაჩნდა. 2007 წელს 13 ათასი დოლარის ინვესტიციით და რამდენიმე ოპელით სატრანსპორტო მომსახურების შეთავაზება დაიწყო კაზინოებისათვის, კაზინოებს მოჰყვა სასტუმროები, საელჩოები და ასე იზრდებოდა კომპანია „lucky cab“-ის მომხმარებელთა რიცხვი, სანამ მსოფლიოში არსებულმა კოვიდ სიტუაციამ, ისევე როგორც სხვა არაერთი ბიზნესი, ამ ბიზნესის გააჩერებაც არ გამოიწვია. მაშინ კომპანიის მენეჯმენტი იძულებული გახდა ბიზნესის გადასარჩენად სხვა ბაზარი მოეძებნათ და ასე აღმოჩნდა „lucky cab“-იც კახეთში. წლის ბოლომდე „lucky cab“ ქუთაისსა და ბათუმშიც გამოჩნდება.

ზურაბ მოგელაძე - "Lucky Cab"-ის დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day