Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული - მეღვინეობა "ბახტრიონი"

BM.GE
21.03.21 11:50
419
ქისი, ხიხვი, საფერავი, ეს იმ ყურძნის ჯიშების ჩამონათვალია, რომელიც მამუკა პაპაშვილს მეექვსე წელია ახმეტის რაიონში, ზემო ალვანში, მწვანეს მიკრო ზონაში მოჰყავს. მართალია მისგან მცირე რაოდენობით, თუმცა ბიო ღვინოებს აწარმოებს. ღვინისგან აწარმოებს ჭაჭასაც, რომლის დავარგება ფრანგულ კასრებში ხდება. წელს კი უნიკალური და უძველესი ქართული ჯიშებიც, კახური მცვივანი და ჩიტისთვალაც, მოიძია და უახლოეს მომავალში ღვინის მოყვარულებს „ბახტრიონის“ ბრენდის ქვეშ მისი დაგემოვნებაც შეეძლებათ.

მამუკა პაპაშვილი - მეღვინეობა "ბახტრიონი", დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day