Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული - "ანიგოზი"

BM.GE
08.11.21 02:46
337
2020 წელს, დაახლოებით 3 მლნ ლარის ინვესტიციით, ლილოში, ახალგაზრდა წყვილმა ანა ქევხიშვილმა და გოგი ბოლქვაძემ სოფლის მეურნეობის სააგენტოს თანადაფინანსებით უმაღლესი ხარისხის დანადგარებით აღჭურვილი ნიგვზის გადამამუშავებელი საწარმო ანიგოზი აამოქმედა. კომპანიის მიზანია, ადგილობრივი წარმოებით კაკლის იმპორტი ჩაანაცვლოს და შიდა ბაზრის ათვისების შემდგომ პროდუქტის ექსპორტზე გატანით საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ნიგვზის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი დაუმკვიდროს. „ანიგოზი“ ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს და გადამუშვებულ პროდუქტს ვაკუუმ შეფუთვით ყიდის, რათა პროდუქტმა სიჯანსაღე შეინარჩუნოს. ადგილობრივ საწარმოს რომელმაც უკვე 100 ტონა ნიგოზი გადაამუშავა ბევრი გეგმა აქვს, მათ შორის საერთაშორისო სერთიფიკატის მოპოვება, წარმადობის გაზრდასთან ერთად 15 დასაქმებულის 25-მდე გაზრდა და რაც მთავარია ქართველი ფერმერების გადამზადება, რათა საქართველოში რაც შეიძლება მეტი კაკლის ბაღი გაშენდეს. აბა, ბარაქა და წარმატებები ანას და გოგის!

Subscribe to our news

Get the main news of the day