ART - ხელოვნება და MANI – “ქართული ლურჯი სუფრის“ ერთ-ერთი დეკორატიული ფიგურა. „მხოლოდ ქართულის“ სიუჟეტში წარმოდგენილი ბიზნესის სახელწოდებაც, სწორედ ამ სიტყვების სინთეზით შეიქმნა და „არტმანი“ დაერქვა. ყველაფერი კი 21 წლის წინ, სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ხუთმა მეგობარმა გოგონამ დაიწყო. გახსნეს პატარა სახელოსნო და სხვადასხვა სახის სუვენირების დამზადება დაიწყეს. „არტმანში“ წარმოდგენილი ნამუშევრები ქართული „ლურჯი სუფრის“ მოტივებზეა შექმნილი კრეატიული დეკუპაჟის ტექნიკით, რომელიც ხის და ქსოვილის, კერძოდ აბრეშუმისა და ბამბის სინთეზით მუშავდება. თითოეული მათგანი ქართული კულტურის ხასიათს ატარებს, რომელიც აისახება ორნამენტებსა და ფერთა გამაში.
სოფო შონია - #არტმანი-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი;