Home
Category
TV Live Menu
Loading data...

#მხოლოდქართული - ხილის ბრენდი & შოკოლადი "ბენჟი"

BM.GE
27.09.20 12:25
635
მათთვის, ვისთვისაც ალკოჰოლური სასმელი მხოლოდ თრობის საშუალება არაა. სწორედ ხარისხიანი ალკოჰოლური სასმელის სიყვარულმა და მისმა დეფიციტმა ბაზარზე, ალექს მორჩილაძეს გადააწყვეტინა ჰობად დაწყებული სუფთა ქართული საქმე ბიზნესად ექცია და ხილის ბრენდების წარმოებაც დაიწყო. დაიწყო და პირველ ჯერზე 50 ათასი ბოთლიც ჩამოასხა, ხილის ბრენდებს შოკოლადის წარმოება მოყვა და სულ მალე ბაზარზე „ბენჟის“ სახელითაც წარსდგება. სახელწოდებაზეც ბევრი იფიქრეს და იმისთვის რომ ამ სასმელს შინაარსი ჰქონოდა, ქართული კეთილშობილი ადამიანის პროტოტიპი, ბენჟამენ ღლონტი აიღეს და ასე იწყებენ ბენჟის მოგზაურობას, რომელსაც გაგრძელება აუცილებლად ექნება.

რუბრიკის ავტორი - სალომე ჭიპაშვილი

#მხოლოდქართული #Forbesკვირა

Subscribe to our news

Get the main news of the day