„CALEN AI” სტარტაპია, რომელმაც ბიზნესებისთვის პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი შექმნა. უფრო უკეთ რომ განვმარტოთ ეს არის რობოტი, რომელიც მომხმარებლის შეკითხვებს პასუხობს, ანუ იმ კომპანიებში თუ დარეკავთ რომლებსაც ეს სისტემა აქვთ დანერგილი შესაძლებელია მაგალითად ნებისმიერი სერვისი ადამიანის ნაცვლად ხელოვნურმა ინტელექტმა დაგიჯავშნოთ. ამ შეთავაზების ღირებულება ბიზნესებისთვის 50 დოლარიდან იწყება.
ირაკლი ბესელიძე , CALEN AI-ს დამფუძნებელი








